quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

25-12-2015

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მუქარის განხორციელებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, ბრალდებულ გიორგი ი.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ი.-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით. 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.  სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრთხეები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არსებობს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, კერძოდ  მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის რისკები, უზრუნველყოფილი იქნება  შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების  - გირაოს გამოყენების პირობებშიც.  ვინაიდან, სწორედ გირაო წარმოადგენს პროპორციულ აღკვეთის ღონისძიების სახეს გიორგი ი.-ს მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და ექნება მისი შემაკავებელი ხასიათი. 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 10 თებერვალს, 13:00 საათზე. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია