quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს

26-12-2015

2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა,  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ.  თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა  მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ  სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 10 ხმით, 2-ის წინააღმდეგ.

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში  გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელი დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 26 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე განაჩენს დაადგენს და განსაზღვრავს სასჯელის სახეს და ზომას.

აღნიშნულ საქმეზე  გაიმართა 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 32 და დაცვის 2 მოწმე და თავად ბრალდებული.

 

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია