quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

26-12-2015

2015 წლის 26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის დანაშაულის ფაქტზე, ნაფიც მსაჯულთა განსჯად სისხლის სამართლის საქმეზე.

ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის სხდომაში არ მონაწილეობდნენ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარემ დაადგინა განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ოქროპირიძეს, ლაშა მახარაძის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 20 (ოცი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

2015 წლის 25 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაზრახი მკვლელობისთვის გ. ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს, მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, საკასაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია