დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე კოალიცია ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა არასამთავრობო სექტორის ინიციატივით გაიმართა და განხილულ იქნა სასამართლო სისტემისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრა მედიისათვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. |