quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სკოლის დირექტორობის კანდიდატის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

02-02-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სკოლის დირექტორობის კანდიდატის დიმიტრი მეჭურჭლიშვილის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რის საფუძველზეც სკოლის სამეურვეო საბჭოს მისი კანდიდატურა ასარჩევად არ წარედგინა. მხარე სასარჩელო განცხადებით ასევე ითხოვდა სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. 

მოსარჩელის განმარტებით, მან წარმატებით გაიარა დირექტორთა შესარჩევი კონკურსი და მასზე გაიცა დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერთიფიკატი.  შემდგომ ეტაპზე კანდიდატი წარსდგა კომისიის წინაშე და წარუდგინა კონკრეტული სკოლის განვითარების სტრატეგიული ხედვა, თუმცა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მისი სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ.  შესაბამისად, N116 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარსადგენ კანდიდატთა შორის, მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით დამტკიცებულ სიაში დ. მეჭურჭლიშვილი ვერ მოხვდა. 

მოპასუხეწარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტული კანდიდატის შეფასების შემდეგ, შესაბამისად მასზე დაყრდნობით გამოიცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება. ამდენად, მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო აქტები გამოიცა კანონის სრული დაცვით. 

სასამართლომ, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით არ ირკვევა დიმიტრი მეჭურჭლიშვილის სკოლის დირექტორობის კანდიდატურისთვის შეუსაბამობის საფუძვლები. აქედან გამომდინარე  სასამართლოსარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა  და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაავალა მოსარჩელე დიმიტრი მეჭურჭლიშვილის მიმართ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

აღნიშული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია