quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

04-02-2016

2016 წლის 3 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ რ.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 8 თვითა და 27 დღით განესაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, რ.ქ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა. კერძოდ, 2015 წლის 25 მაისს, ღამის საათებში, ბრალდებულს ქ. თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის ბართან, სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკება მოუვიდა ბ.მ.-სთან. იმავე დღეს ბრალდებული მივიდა ბ.მ.-ს საცხოვრებელ სახლთან (ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მ/რაიონი) და შურისძიების მოტივით და განზრახ მკვლელობის მიზნით, ფეხით მიმავალს, ზურგისა და გულმკერდის არეში დანით მიაყენა ორი ჭრილობა, რის შედეგადაც ბ.მ. გარდაიცვალა, ხოლო რ.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 6 სასამართლო სხდომა. რ.ქ.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო. არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მოწმეთა ჩვენებები და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რ.ქ. დამნაშავედ სცნო მის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულში. სასამართლომ საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, ბრალდებულ რ.ქ.-ს თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 8 თვითა და 27 დღით განუსაზღვრა.

სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია