quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული პროცესები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით

06-02-2016

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო სხდომები გაიმართა.

”ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის” პროექტის - ”არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამა” ფარგლებში, იმიტირებული პროცესები სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს. თბილისის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები განიხილეს. ”არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამა” მოიცავს ტრენინგების კურსს სკოლის მოსწავლეებისათვის, სახელმწიფო უწყებებში ვიზიტებს, დასკვნით ეტაპზე კი სასამართლოში იმიტირებული სხდომების ჩატარებას.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ა(ა)იპ - ”ახალგაზრდა თაობის” ორგანიზებით იმიტირებული პროცესი გაიმართა. პროექტში - ”იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისათვის” თბილისის მასშტაბით 80-მდე მოსწავლეა ჩართული და იგი 3 ტურს მოიცავს. პროექტის საფინალო ტურში გადასულმა მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართეს, მათ ვერდიქტი განზრახ მკვლელობის საქმეზე მიიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ტრადიციულად მხარს უჭერს ახალგაზრდების ინიციატივებს, რომლებიც სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასა და მომავალი იურისტების პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას ისახავს მიზნად.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია