quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

11-02-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ოჯახურ ძალადობასა და ძარცვაში ბრალდებულ ჯ.კ-ს მიმართ. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 5 წლით განესაზღვრა.

მას ბრალად ედებოდა ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი სამი პირის მიმართ. კერძოდ, ბრალდებული ჯ.კ. მასთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრებს დედას, დეიდასა და ბებიას, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა დაზარალებულების გინებასა და ლანძღვაში, ასევე ცემასა და სხვადასხვა საგნის ჩარტყმაშიც. ბრალდებულ ჯ.კ.-ს სისტემატიურმა ძალადობრივმა ქმედებებმა დაზარალებულებს მიაყენა ფიზიკური და მორალური ზიანი.

წარდგენილი ბრალის თანახმად ბრალდებულმა ჯ.კ. ასევე ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ, 2015 წლის 24 მაისს, ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ბრალდებულმა თავის ნაცნობ ზ.ჩ.-ს აშკარა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა მობილური ტელეფონი, რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 13 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 14 მოწმე და გამოქვეყნდა 2 მოწმის ჩვენება. ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მოწმეთა ჩვენებები და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ჯ.კ. დამნაშავედ სცნო მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებებში. სასამართლომ საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ბრალდებულ ჯ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 5 წლით განუსაზღვრა.

სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია