quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

19-02-2016

2016 წლის 19 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულ დ.ბ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

წარდგენილი ბრალის თანახმად, დ.ბ.-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

საქმე ეხება, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, დღის 15:00 საათზე, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანზე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ზ.ბ.-ს წაართვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოკვლის განზრახვით, ესროლა ზ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს აზრით, აღკვეთის ღონისძიების მიზნები მიიღწევა მხოლოდ პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 5 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია