quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

26-02-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ოჯახური  დანაშაულისათვის ბრალდებული დ.ხ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დ. ხ.-ს ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. საქმის მასალების თანახმად,  ქ. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დედას, რის შედეგადაც,  ქალბატონმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, კერძოდ,  ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, მწვავე ჰემატომა შუბლის არეში და გულმკერდის დახურული ტრავმა. 

ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხსენებული დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რაც გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დედის არაადეკვატური ქცევით. სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, დ.ხ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. 

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ცხრა სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 16 და დაცვის 1 მოწმე

სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში,  გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია