თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში კერძო სკოლა „მთიების“ მოსამზადებელი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. პატარა სტუმრებს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსმა სალომე ტყეშელაშვილმა უმასპინძლა და მათ სასამართლო სხდომის დარბაზები, მომსახურების ცენტრი და სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა. |