quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლო ზაზა ხატიაშვილს პასუხობს

02-03-2016

თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის დისკრედიტაციად აფასებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. ზაზა ხატიაშვილის განცხადება პროვოკაციულია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  

საქმე ეხება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის შესახებ ასოციაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას, რომელიც თბილის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ბათილად ცნო. განხილული საკითხის მიმართ ჩამოყალიბებულია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სასამართლოს არაერთ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაში, რომლის საფუძველზეც სამივე ინსტანციის სასამართლომ გააუქმა ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებები, კონკრეტული პირების ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. 

ტექნიკური ხარვეზი, რომელზეც ზ.ხატიაშვილი მიუთითებს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გასწორდა შემაჯამებელ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაში. ზოგადად, ტექნიკური ხარვეზი სამუშაო პროცესის ნაწილია, რომლისგან არცერთი მოსამართლე დაზღვეული არ არის, მით უფრო მსგავსი ხარვეზის გასწორების საფუძვლებს საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს. 

აქვე საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ მოსამართლე გ.მიქაუტაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში უცვლელად  დატოვეს.  

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იყო მოპასუხე მხარე და შესაბამისად, ასოციაციის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაზე ზაზა ხატიაშვილის უკმაყოფილება სუბიექტური და ტენდენციურია. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია