quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის საქალაქო სასამართლოში

02-03-2016

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, 149-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომლებმა უმასპინძლეს და სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერებინეს. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ელექტრონული საქმის წარმოების პროცესს, მიიღეს ინფორმაცია სასამართლო მედიაციის პროექტის შესახებ და მედიაციის სესიებისათვის განკუთვნილი ოთახებიც მოინახულეს.

პრეს-სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის განკუთვნილი N1 დარბაზიც. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა და ნაფიცი მსაჯულობისთვის შერჩეული კანდიდატის აცილება

თბილისის საქალაქო სასამართლო ყოველთვის გვერდით უდგას და იზიარებს ახალგაზრდების ინიციატივებს, რაც მათთვის პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას უკავშირდება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია