quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა

04-03-2016
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31.1 და 31.2 მუხლების შესაბამისად მიღებული იქნეს დროებითი განჩინება">განჩინება და დაევალოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავი შეიკავოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ ქმედების განხორციელებისგან, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში, ე.წ. ,,კომბინირებულ“ სარჩელებში უნდა განისაზღვროს ძირითადი და თანმდევი მოთხოვნები. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, უნდა განისაზღვროს ძირითადი მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა მოხდეს სარჩელის არსის განსაზღვრა - რომელ სარჩელთან გვაქვს საქმე - შეცილებით (აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი), თუ მავალდებულებელ სარჩელებთან (აქტის გამოცემის, ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს სწორედ შეცილებითი სარჩელის აღძვრა წარმოადგენს, რომლის თანმდევი მოთხოვნაც აქტის გამოცემის დავალება იქნება. 

დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნის თაობაზე განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სარჩელის სახე. ამასთან, დაინტერესებული მხარის უფლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს დროებითი განჩინების მიღება, გამომდინარეობს მისი უფლებიდან, აღძრას სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ქმედების განხორციელების მოთხოვნით ან აღძრას აღიარებითი სარჩელი.   

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ, ვინაიდან მოსარჩელე აპირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე შეცილების სარჩელის აღძვრას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინების გამოტანა, რის გამოც მამუკა ახვლედიანის განცხადება სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების გამოყენების თაობაზე, უსაფუძვლოა.
 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია