quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

აიუფ ბორჩაშვილისა და სხვათა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

07-03-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ტერორისტული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულების აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, დავით ფირისებიას და გიორგი კუპრავას მიმართ. აიუფ ბორჩაშვილს სასჯელის სახედ და ზომად  14 წლით , გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ხოლო,  გიორგი კუპრავას მიმართ , ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის მიღწეული  საპროცესო შეთანხმება და მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წელი განესაზღვრა, საიდანაც 1 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოიხდის, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. 

მათ ბრალად ედებოდათ,  უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ხოლო აიუფ ბორჩაშვილს აგრეთვე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის პირების გადაბირება. 

საქმის მასალების თანახმად, აიუფ ბორჩაშვილი გაერთიანდა  ორგანიზაცია ,,ერაყისა და ლავანტას ისლამური სახელმწიფო”-ში, რომელიც გაეროს 1999 წლის 15 ოქტომბრის შესაბამისი რეზოლუციით, აღიარებულ იქნა ტერორისტულ ორგანიზაციად. ა. ბორჩაშვილმა განიზრახა ადამიანური რესურსებით დახმარებოდა ორგანიზაციას და სხვადასხვა საშუალების გამოყნებით გადაიბირა მასთან ერთად ბრალდებული პირები, ისლამური სახელმწიფოს ერთგულების ფიცის ე.წ „ბაიათის“ მიღების გზით და გააერთიანა ამავე ორგანიზაციაში. მანვე ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით სირიაში გაგზავნა სრულწლოვანი">არასრულწლოვანი მუსლიმ კ. და რამზან ბ. სამართალდამცველებმა აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს სოფ. გომბორში , გიორგი კუპრავა კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს, რაც შეეხება   გიორგი ხუტუნიშვილსა და დავით ფირისებიას, ისინი დაკავებულ იქნენ  2015 წლის 14 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რა დროსაც ისინი ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად სირიაში მიემგზავრებოდნენ. 

საქმის არსებითი განხილვა ღია სასამართლო სხდომებზე მიმდინარეობდა,  გარდა საქმის იმ ნაწილისა, სადაც დაიკითხნენ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები. პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოებისა და მოწმედ დასაკითხ პირთა და მათ ოჯახის წევრთა უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 2015 წლის 10 ნოემბერს და მოცემულ საქმეზე დაიკითხა 37 მოწმე და თავად ბრალდებულები. 

აიუფ ბორჩაშვილი, გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ წარდგენულ ბრალდებაში. სასამართლომხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე ბრალდებულები დამნაშავედ სცნო მათ მიმართ ბრალად შერაცხული  დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დავით ფირისებიასა და გიორგი ხუტუნიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი ტერორისტულ საქმიანობაში მათი დახმარების ნაწილში არ დადასტურდა. 

სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია