quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ბრალდებულ ლევან მ.-ს პატიმრობა შეუფარდა

08-03-2016

2016 წლის 8 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ  დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა,  ბრალდებულ ლევან მ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ - დაპატიმრების შეფარდების შესახებ.  

ლევან მ.-ს  ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ჯგუფურად.

საქმე ეხება,  2016 წლის 26 თებერვალს, ქ.თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პ.-ის  სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებების  მიყენების ფაქტს, რომელიც  ბრალდებულმა და სხვა პირებმა ერთად დაგეგმეს  და  ორგანიზება გაუკეთეს.  

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.  აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის  შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავის მხრივ, ატარებდა ძალადობრივ ხასიათს.  კონკრეტული ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობიდან გამომდინარე,  სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის მაღალი სტანდარტი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების თაობაზე, რაც გახდა საფუძველი ბრალდებულ ლევან მ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების გამოყენების.

აღნიშნულ საქმეზე  წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016  წლის 26 აპრილს, 12:00   საათზე.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება">განჩინება საჩივრდება გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია