quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო

14-03-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ ზაზა ს.-ს მიმართ. მას  ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, აგრეთვე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. 

მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით ჩატარდა 5 სხდომა და შეირჩა 12  ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომები საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ისტორიულ სხდომის დარბაზში ტარდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულებმა დადეს ფიცი და შეირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ნაფიცი მსაჯულების წინაშე შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. სხდომა  ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია