quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

15-03-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოწარმოებაშია  გიორგი გაჩეჩილაძის სარჩელი შ.პ.ს. ,,სტუდია მაესტრო”-ს და შ.პ.ს. ,,ტელეკომპანია მაესტრო”-ს შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს დადებული უფლების გადაცემის აქტის (ხელშეკრულების) სასაქონლო ნიშანზე _ “მაესტრო Maestro”  ბათილად ცნობის, შ.პ.ს. ,,სტუდია მაესტრო”-ს პარტნიორთა 2015 წლის 16 ნოემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობის და სასაქონლო ნიშანზე _ “მაესტრო Maestro” შ.პ.ს. ,,სტუდია მაესტრო”-ს საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინებით,  დაკმაყოფილდა გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების  შესახებ და  შ.პ.ს. ,,ტელეკომპანია მაესტრო”-ს აეკრძალა სასაქონლო ნიშნის _ ,,მაესტრო Maestro” _ გამოყენება და ამ დასახელების შემცველი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით სატელევიზიო მაუწყებლობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. 

სასამართლო მიჩნია, რომ ვინაიდან  მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე მოპასუხისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ სასაქონლო ნიშანზე _ ,,მაესტრო Maestro” საკუთრების უფლების აღდგენა, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შ.პ.ს. ,,ტელეკომპანია მაესტრო”-ს  მიერ ნიშნის ან სახელი ”მაესტრო”-ს შემცველი სხვა სასაქონლო ნიშნით საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის დაწყების შემთხვევაში, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოუყენებლობით  შ.პ.ს. ,,სტუდია მაესტრო”-სათვის ზიანის მიყენების შესახებ. რომელიც შესაძლოა კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი იყო.

ასევე, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხე შ.პ.ს. ,,ტელეკომპანია მაესტრო” არ მაუწყებლობს სასაქონლო ნიშნით _ ,,მაესტრო Maestro”, მოპასუხეს არ შეიძლება მიადგეს ზიანი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვით.  სასამართლომ ჩათვალა, რომ  შ.პ.ს. ,,სტუდია მაესტრო”-სთვის ზიანის აცილების უზრუნველყოფის და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესის რეალიზების მიზნით გამართლებული იყო მოსარჩელე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება">განჩინება საჩივრდება ხუთი დღის ვადაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოწარმოებაში არსებულ შ.პ.ს. ,,სტუდია მაესტრო”-ს  გადახდისუუნარობის საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით, საქმისწარმოება  შეწყდა.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია