quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

16-03-2016

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, წარსულში ნასამართლევ  ვაჟა ნ.-ს მიმართ. მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით განესაზღვრა. 

საქმის მასალების თანახმად,  2015 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში,  დიდი დიღმის ტერიტორიაზე მანუჩარ მ.-ს მისი მეუღლის შეურაცხყოფის გამო, შელაპარაკება მოუვიდა ვაჟა ნ.-სთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ვაჟა ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით მანუჩარ მ.-ს ზურგში დაარტყა დანა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ვაჟა ნ. კვლავ შეეცადა დანის განმეორებით დარტყმას, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 35 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების და დაცვის 30 მოწმე. ვაჟა  ნ.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მოწმეთა ჩვენებები და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ვაჟა ნ. დამნაშავედ სცნო მის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულში. ვინაიდან, ვაჟა ნ. იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ საბოლოოდ, მას განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10  წლის ვადით.

სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია