quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

16-03-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფისათვის ბრალდებულ ზურაბ ჯ.-სა და ირაკლი ფ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, ზურაბ ჯ.-მ ჩაიდინა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.  ირაკლი ფ.-ს ბრალად ედება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და გავრცელება, ჩადენილი ანგარებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მასვე, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 

საქმე ეხება, საზოგადოებისათვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას. 

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის მაღალი სტანდარტი ბრალდებულების მხრიდან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.  შესაბამისად, სახეზეა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, რადგან ბრალად წარდგენილი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობდა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რეალური საფრთხე. 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 აპრილს, 12:00 საათზე. 

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება">განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია