quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

18-03-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის ბრალდებულების მიმართ. კერძოდ, სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულ ინგა ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ ნიკოლოზ ხ.-ს მიმართ, რომელსაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი. მოცემულ საქმეზე, ორივე ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 აპრილს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ბრალდებულებს ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, ჩადენილი ანგარებით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და ბრალდებულის პიროვნება. კერძოდ, ინგა ჩ-ს ბრალად ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლების - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, რომელიც განხორციელდა ანგარებით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მხრიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება">განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია