19 მარტს, თბილსის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მორიგ იმიტირებულ სასამართლო პროცესს უმასპინძლა.
N162 საჯარო სკოლის, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მკვლელობის საქმე არსებითად განიხილეს. სასკოლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოსამართლის, მხარეების და პროცესის სხვა მონაწილეთა როლები მოირგეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო წარმატებას უსურვებს მომავალ იურისტებს და მზად არის მომავალშიც შეუწყოს ხელი მათ პროფესიულ განვითარებას.
|