quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებული ვერდიქტი მიიღეს

23-03-2016

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი დაადგინა ბრალდებულ ზაზა ს. - ს მიმართ. დღეს, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, რომელშიც ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ზაზა ს.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ზაზა ს.-ს ბრალად ედებოდა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, აგრეთვე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

საქმის მასალების თანახმად, ზაზა ს.-მ, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნაში ყოფნის დროს, სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, მოიკვეთა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი. 2015 წლის 14 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ყაჩაღური თავდასხმის მიზნით ბრალდებულმა გააჩერა ტაქსი და გადაადგილებისას მძღოლს რამდენჯერმე ჩაარტყა კისერში. ამ უკანასკნელმა, გააჩერა ავტომობილი და სცადა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა, თუმცა ზაზა ს. დაედევნა და დანის მუქარით მოსთხოვა გადაეცა თანხა, მობილური ტელეფონი და ავტომანქანის გასაღები. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან განიზრახა მოეკლა ვლადიმერ ი. , ზურგისა და კისრის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები დანით და მიიმალა. ვლადიმერ ი.-მ, რამდენიმე წუთის შემდეგ, შეძლო დახმარების გამოძახება და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის ელემენტებს შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტებს და გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებასა და ძარცვისათვის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. რაც შეეხება თავდაპირველად წარდგენილ ბრალდებას, მასში ზაზა ს. სრულად გამართლდა.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა ექვსი სხდომა და დაიკითხა ბრალდების 29 მოწმე. საქმის არსებითი განხილვა უზენაესი სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა.

გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია