quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლოს განმარტება სამეწარმეო სუბიექტების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საპროცედურო საკითხებზე, გადაცემა „ბიზნეს კონტაქტში“ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით

23-03-2016

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი  არის სპეციალური კანონი, რომელიც თანაზომიერად იცავს მოვალისა და კრედიტორის ინტერესებს. სასამართლო იხილავს ამ კანონით გათვალისწინებულ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებულ სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.

სასამართლო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას იწყებს განმცხადებლის მოთხოვნით. განმცხადებელი (მოვალე, კრედიტორი) თავად განსაზღვრავს დაიწყოს   გადახდისუუნარობის პროცესი თუ გაკოტრება. კანონში ზედმიწევნით განსაზღვრულია ყველა პროცედურა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსამართლე იღებს განცხადებას წარმოებაში, ნიშნავს პირველ კრებას, ნიშნავს მეურვეს, კრებაზევე იხილება კრედიტორების აღიარების საკითხი. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას  ინიშნება მომრიგებელი საბჭო, რომელმაც 15 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, თუმცა პრაქტიკის თანახმად დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება სამეურვეო ქონების შეფასება და სასამართლო მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებს საპროცესო ვადას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ყველა გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მიიღება კრებაზე მონაწილე კრედიტორთა ხმათა უმრავლესობით. სასამართლო კანონის შესაბამისად ხელმძღვანელობს და უძღვება კრედიტორთა კრებას, ვინაიდან კრედიტორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება  შესაბამისობაში იყოს გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონთან. 

სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო სუბიექტებსა და კრედიტორებს შორის არსებული ურთიერთობა გრძელვადიანია და გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან არ ხდება საქმის გაჭიანურება, ვინაიდან პროცედურები კონონის მიერაა გაწერილი და ზედმიწევნით სავალდებულოდაა შესასრულებელი. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია