quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ერეკლე კოდუას მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

25-03-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ამჟამად ძებნაში მყოფ, ბრალდებულ ერეკლე კოდუას მიმართ.

მას ბრალად ედებოდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (2 ეპიზოდი), ასევე თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).

საქმე ეხება ”ტოიოტა ცენტრი თბილისიდან” “LEXUS”-ისა და “TOYOTA HILUX”-ის მარკის ავტომობილების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად და მოტყუებით, მისაკუთრებისა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტებს.

თაღლითობის ბრალდების საქმეზე (2 ეპიზოდი) ერეკლე კოდუა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ბრალდებულის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტები, შესაბამისად ამ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში ერეკლე კოდუა გამართლდა. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც საკმარისია პირიდამნაშავედ ცნობისათვის.

მოცემულ საქმეზე დაიკითხა ბრალდებისა და დაცვის 31 მოწმე.

სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია