თბილისის საქალაქო სასამართლო, დღეს, N163 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს. სტუმრები უშუალოდ გაეცნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მუშაობის პრინციპებს, ინფორმაცია მიიღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ და სასამართლოში საქმის წარმოების ძირითად მიმართულებებზე. მოსწავლეებმა, ასევე, მოინახულეს სასამართლო სხდომათა დარბაზები.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის რამდენიმე გაცნობითი შეხვედრა იგეგმება. |