quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ შრომითი დავა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

08-04-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ ‘’დანაშაულის პრევენციის ცენტრის’’ ყოფილი თანამშრომლების - ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სარჩელი, მოპასუხე სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელეთა განმარტებით, მუშაობდნენ მოპასუხე ცენტრში პროექტების მენეჯერებად და მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენდნენ თავიანთი საქმის კვალიფიციურ სპეციალისტებს, 2014 წლის 10 იანვარს, ცენტრის დირექტორის ბრძანებით არაკანონიერად იქნენ გათავისუფლებულნი დაკავებული თანამდებობებიდან, რეორგანიზაციის მოტივით. მოსარჩელეთა მითითებით, მათ მიმართ ხორციელდებოდა დისკრიმინაციული ქმედებები, ხოლო მათი გათავისუფლების საფუძვლად რეორგანიზაციის დასახელება წარმოადგენს მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციის შენიღბვის მცდელობას.

მოპასუხის განცხადებით, სასარჩელო განცხადებაში აღწერილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონიერად, ვინაიდან გაუქმდა მათ მიერ დაკავებული თანამდებობები და შეიქმნა ახალი, ფუნქციურად განსხვავებული შტატები, რომელთა დასაკავებლად მოსარჩელეები შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას არ ფლობდნენ.

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით განხილვისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა მოპასუხე ცენტრში განხორციელებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რა დროსაც დამსაქმებელმა არ დაიცვა მოქმედი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, მხოლოდ რეორგანიზაციის განხორციელება არ შეიძლება იყოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. იმისათვის, რომ ასეთი ქმედება მართლზომიერად ჩაითვალოს, უნდა დასტურდებოდეს რეორგანიზაციული ცვლილებების განსახორციელებლად, სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა, აღნიშნული კი მოპასუხე სსიპ ‘’დანაშაულის პრევენციის ცენტრის’’ მიერ ვერ იქნა მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული. საქმის განხილვისას, სასამართლოს არ დაუდგენია მოპასუხე ცენტრის მხრიდან მოსარჩელეთა - თამაზ ახობაძის და ანა სუბელიანის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტების არსებობა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ცენტრის ბრძანებები მოსარჩელეების - თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს’’ თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 6500 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

მოცემული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მხარეთა მიერ საჩივრდება სააპელაციო წესით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია