quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ თ. იარაჯული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა

08-04-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მოქალაქე თამარ იარაჯულის მიმართ.

სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად, თამარ იარაჯული პროტესტის გამოხატვის მიზნით იმყოფებოდა ბაგა-ბაღების სააგენტოს მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე. სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, მშობელი თ. იარაჯული არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი და გადასულიყო ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე. თამარ იარაჯული დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება და დადასტურებულად მიიჩნია თ. იარაჯულის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტი და თამარ იარაჯული სამართალდამრღვევად სცნო. იმავდროულად, სასამართლომ თამარ იარაჯული გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

სასამართლოდადგენილება">დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია