quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული სასამართლო სხდომები

09-04-2016

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე იმიტირებული პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა.

”ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის” ორგანიზებით ნაფიც მსაჯულთა ორი იმიტირებული სასამართლო სხდომა ჩატარდა. პროექტში - ” სკოლის მოსწავლეთა იმიტირებული პროცესების ოლიმპიადა” მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებიდან შერჩეული მოსწავლეები იღებენ.

იმიტირებულ პროცესზე განზრახ მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმე განიხილეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა. პროცესი ”სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფისა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლუბის ”სტუდენტური სასამართლოს” ორგანიზებით გაიმართა.

იმიტირებული სასამართლო სხდომები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩაატარეს. სტუდენტებმა სასამართლოში საქმის წარმოების სამივე ეტაპზე (აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევის, წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომები) განზრახ მკვლელობის საქმეზე იმსჯელეს. აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვის იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გაიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მომავალ იურისტებსა და იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს წარმატებას უსურვებს.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია