quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შპს "სტუდია მაესტროს" წილებზე სამოქალაქო დავა დასრულდა

18-04-2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო ლევან ჩიკვაიძის, გიორგი ებრალიძის, მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას სარჩელი მოპასუხე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ შ.პ.ს. „სტუდია მაესტრო“-ს კაპიტალში გიორგი გაჩეჩილაძის კუთვნილი 25% წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. საქმის განსახილველად  მომზადების სტადიაზე მოსარჩელეებმა - ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ უარი თქვეს სარჩელზე და მათი მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო 2016 წლის 18 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას სარჩელისა გამო სამოქალაქო საქმეზე  მოპასუხე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ, შ.პ.ს. „სტუდია მაესტრო“-ს კაპიტალში გიორგი გაჩეჩილაძის კუთვნილი წილიდან 10% წილის მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას საკუთრებაში გადაცემის შესახებ და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.  

სასამართლო განმარტავს, რომ წარმოება">სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, ხოლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. სასამართლო შეზღუდული არ არის მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი შეფასებით და სამართლის ნორმების გამოყენების სფერო განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილებას. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ იმ ტიპის განცხადებების გავრცელებისგან, რომლითაც ახდენენ სასამართლოს პოზიცირებას მხარის სასარგებლოდ. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია