quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

21-04-2016

2016 წლის 20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე - ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

საქმე ეხება 2014 წლის 17 დეკემბერს მომხდარ დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეს, კერძოდ ბრალდებულებმა გურამ კვეზერელი მოტყუებით მიიყვანეს კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. იმავე დღეს, აღნიშულმა პირებმა თბილისის ზღვის დასახლებაში ცივი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს დედას, ნატო კვეზერელს.  ბრალდებულებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სასამართლოს განჩინებით ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც მიმალვაშია, დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, ვინაიდან,  იგი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ ღია სასამართლო პროცესზე განიხილა და წინასასამართლო სხდომის თარიღად 2016 წლის 14 ივნისი , 12:00 საათი განსაზღვრა. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია