quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შპს ”სტუდია მაესტროს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

21-12-2012

2012 წლის 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს ”სტუდია მაესტროს”  სარჩელი, მოპასუხე შპს ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს საკომპენსაციო ზიანის სახით - 1 525 795 ლარის დაკისრება წარმოადგენდა.

 

საქმის მასალების თანხმად, მხარეებს შორის  2009 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა  ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” ფლობის, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაეცა შპს ”სტუდია მაესტრო”, მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონებითა და სხვა აქტივებით.  მხარეთა ხელშეკრულებიდან ვადაზე ადრე გასვლის გამო, მოსარჩელემ საკომპენსაციო ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

 

მოპასუხე არ დაეთანხმა, შპს ”სტუდია მაესტროს” სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” არ მიუყენებია ზიანი შპს ”სტუდია მაესტროსათვის”.

 

სასამართლოსაქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ხელშეკრულებიდან მხარეთა ვადაზე ადრე გასვლის გამო, შპს  ”სტუდია მაესტროს” მოპასუხის მხრიდან არ დაბრუნებია ამავე ხელშეკრულების საფუძველზე სამართავად გადაცემული ქონება. ვინაიდან, ქონების ნატურით გადაცემა შეუძლებელია, შპს ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლოს შეფასებით, მოცემული ქონების ღირებულებამ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებით 1 398 363, 29 ლარი შეადგინა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან  14 დღის ვადაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია