quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან

22-12-2012

2012 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების: ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძისა და დევი კანდელაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, ხოლო ბრალდებულ იზაბელა გუტიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს - 50 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. სასამართლომ ექვსივე ბრალდებულს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გირაო შეუფარდა, კერძოდ: ალექსანდრე ხეთაგურს, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და დევი კანდელაკს თითოეულს 30 000 ლარის ოდენობით; ხოლო, გიორგი ნემსიწვერიძესა და იზაბელა გუტიძეს თითოეულს 15 000 ლარის ოდენობით, გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.

შუამდგომლობის განხილვისას დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულთა მიმართ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ხოლო ალტერნატივის სახით მოითხოვეს სასამართლოს ემსჯელა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების - გირაოს შეფარდებაზე, ხოლო, იზაბელა გუტიძის მიმართ ასევე გირაოს თანხის შემცირებაზე, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

შუმადგომლობის განხილვისას ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების ძირითად საფუძვლად მიუთითა ბრალის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე, თუმცა აღკვეთის ღონისძიების განხილვისას სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს;

სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო: ბრალდებულთა პიროვნებები , მათი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, ის ფაქტი, რომ ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევნი , მათ გააჩნიათ საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოებში, ასევე, ბრალდების მხარის მიერ არ იყო საკმარისად არგუმენტირებული ბრალდებულების მიერ გამოძიებისათვის ხელის შეშლის საშიშროება. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და გირაო სრულად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს.



თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია