quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

14-01-2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ საქმის საკასაციო წესით (შესაბამისად სააპელაციო წესით) განხილვისას სამართლებრივად შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ ბრალდებაზე უარის თქმა (საქმე №370აპ-12). 

 

პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ ა. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ა. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა უარი თქვა ბრალდებაზე და მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ.

 

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს სსსკ-ის 166-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ იმავე კოდექსის 250-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე, რაზეც სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას შესაბამის ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი პროკურორმა ბრალდებაზე უარი თქვა საკასაციო პალატის სხდომაზე, რასაც საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

 

ამ შემთხვევაში საქმეზე არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ან შეცვლა, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საპროცესო კოდექსის თანახმად, შეუძლია მხოლოდ სასამართლოკანონით განსაზღვრული წესით.

 

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, პროკურორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საპროცესო კანონმდებლობის ნორმებს და პალატა მას ვერ გაიზიარებს, რის გამოც საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა პროკურორიშუამდგომლობა.

 

ამასთან, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც ა. ს-ე გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

იხ. გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სრულად

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია