quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილსა და იოსებ გიგუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გირაოთი შეუცვალა

10-01-2013

2013 წლის 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში  უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის  სხდომაზე დაკმაყოფილდა  ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების ირაკლი ოქრუაშვილისა და იოსებ გიგუაშვილის  მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის - გირაოთი 10 000-10 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. ბრალდებული იოსებ გიგუაშვილი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ვინაიდან იგი სხვა ბრალდების სს საქმეზე ჯერ კიდევ იმყოფება პატიმრობაში, მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, მისი დარბაზიდან გათავისუფლება ვერ განხორციელდა.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას,  სასამართლომ მხედველობაში მიიღო  ის გარემოებები, რომ:  საქმეზე უკვე დაკითხულია მოწმეთა ძირითადი ნაწილი, ასევე ამოწურულია ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, რის გამოც  მოცემულ ეტაპზე აღარ არსებობს ი. ოქრუაშვილისა და ი. გიგუაშვილის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.  შესაბამისად, ისეთი ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, როგორიცაა გირაო, სავსებით უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.
ამავე სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების ხვიჩა საბაშვილის, გაბრიელ პავლიაშვილის, ზაზა ბეთლემიძის, მალხაზ კაკაშვილის, გიორგი გაბროშვილისა და თამაზ ბეგიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის - გირაოთი შეცვლის შესახებ, ვინაიდან არ არის აღმოფხვრილი ბრალდებულთა მხრიდან მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ  საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს რვა ბრალდებულის მიმართ. მოცემულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა;   ბრალდებულებს იოსებ გიგუაშვილს, ხვიჩა საბაშვილს, გაბრიელ პავლიაშვილს და ზაზა ბეთლემიძესა და ამჟამად ძებნაში მყოფ მალხაზ კაკაშვილს ბრალად ედებათ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა, შენახვა და ტარება; ხოლო, ბრალდებულებს გიორგი გაბროშვილსა და თამაზ ბეგიაშვილს ბრალად ედებათ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა.

საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა დაინიშნა 2013 წლის 11 იანვარს, 16:00 საათზე.


 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია