quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ყოფილი მანდატურების სარჩელი არ დაკმაყოფილდა

11-01-2013

2013 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების: გიორგი უშვერიძის, დავით ხარიტონიშვილის, ზურაბ ჭიკვაიძის, ზურაბ ღუღუნიშვილის, თამაზ ზურაშვილის, კობა თორიაშვილის და თამაზ სარალიძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელეთა განმარტებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მათ მიმართ ხელმძღვანელობის სხვადასხვა რგოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების მიზნით, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს  მამია ფხაკაძეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო სასამართლოს შვიდი მანდატური პროტესტის ნიშნად გაიფიცა,   ხოლო 2012 წლის 1 ნოემბერს კოლექტიური განცხადების საფუძველზე, ”სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე პროტესტის ნიშნად”  მათ  სამსახური დატოვეს. მოსარჩელეები, სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია თავმჯდომარის მიმართ პირადი განცხადებით მიმართვას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო გათავისუფლების ბრძანებაში კი სწორედ ეს საფუძველია მითითებული.

მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. სასამართლოს მანდატურების 2012 წლის 26 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, საქალაქო სასამართლოში ჩატარდა  შიდა სამსახურეობრივი შემოწმება, თუმცა განცხადების ავტორებმა უარი განაცხადეს და   თავი აარიდეს ახსნა-განმარტებების მიცემას. შემოწმებით დადგინდა, რომ სასამართლო ხელმძღვანელობის მხრიდან, მათ შორის არც სასამართლოს მენეჯერის მხრიდან მანდატურებზე  ზეწოლის ან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სარჩელში, მოსარჩელე მხარეს  ხსენებული დასკვნა სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი  არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და მოსარჩელეთა  ერთობლივი განცხადება ჩაითვალა მათი მხრიდან ნების გამოხატულებად, სამსახურიდან წასვლის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ , ასევე ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის თხოვნა სამსახურში აღდგენისა და სამსახურში არ ყოფნის პერიოდში ხელფასის განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს,  რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან  14 დღის ვადაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია