quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრალდებული ოქრუაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა

11-01-2013

2013 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის - გირაოთი, 15 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გირაოს თანხის გადახდის ან შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 30 დღე.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკითხულია საქმესთან შემხებლობის მქონე თითქმის ყველა მოწმე და აღარ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისად არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შემშლელი ფაქტორები.

საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა დაინიშნა 2013 წლის 15 იანვარს 15:00 საათზე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია