quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თეიმურაზ პატარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 50000 ლარის ოდენობით

18-01-2013

2013 წლის 18 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ თეიმურაზ პატარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. თეიმურაზ პატარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 50000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ ბრალდებულ თეიმურაზ პატარიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი, საგამოძიებო ორგანოებში არაერთხელ დაბარებისა და გამოცხადების მიუხედავად, ბრალდებული არ მიიმალა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია. ბრალდებული არის დაოჯახებული და აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად,  ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც  სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ამასთან  ბრალდებულს დაევალა კვირაში ერთხელ გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში და მის მიმართ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,  გამომძიებელს ჩააბაროს  საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი.

გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში თეიმურაზ პატარიძე გათავისუფლდება პატიმრობიდან.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 14 თებერვალს 11 საათზე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია