quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პროკურატურის შუამდგომლობა ზურაბ ადეიშვილის, ჯამბულ ებანოიძისა და სხვათა მიმართ დაკმაყოფილდა

20-01-2013

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შეფარდების თაობაზე, ხოლო ჯამბულ ებანოიძის, რომან ჩხენკელის, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძესა და  ნიკანორი მელიას მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე. სასამართლოს განჩინებით,  ჯამბულ ებანოიძეს გირაოს თანხად   30 000 ლარი, რომან ჩხენკელს 15 ათასი ლარი, მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძეს 8-8 ათასი ლარი, ხოლო ნიკანორი მელიას 25 ათასი ლარი განესაზღვრათ. 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: ბრალდებულთა  პიროვნება, მათი  წარსული საქმიანობა,  ქმედების ხასიათი, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლის და  სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი. ასევე, ის რომ ჯამბულ ებანოიძეს, რომან ჩხენკელს, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძესა და  ნიკანორ მელიას არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია   და დაბარებისთანავე არაერთხელ გამოცხადდნენ  საგამოძიებო ორგანოებში.  სასამართლომ ასევე გაითვალისწინა წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, ბრალდებით წარდგენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები და   მიიჩნია, რომ ჯამბულ ებანოიძის, რომან ჩხენკელის, მამუკა ლაშხიას, ნიკანორი მელიას და ოთარ აგლაძის ბრალდების საქმეზე მათი სათანადო ქცევის უზრუნველყოფა შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებით.

ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ.

 

რაც შეეხება ამჟამად ძებნაში მყოფ  ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილს, სასამართლომ  მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის საკითხის გადაწყვეტისას  მხედველობაში მიიღო, რომ წარმოდგენილი მასალებით ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას, იგი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის ან მსუბუქი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში არსებობს ბრალდებულის მხრიდან გამოძიებისათვის თავის არიდების, ასევე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 7 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.   

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია