quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

28-01-2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 25 იანვარს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომლითაც განსაზღვრა ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლები (საქმე №142აგ-12).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ და მოითხოვა თავისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, რაც დაკმაყოფილდა.

 

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულმა გაზარდა მოთხოვნა და განაცხადა, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა ყალბ მტკიცებულებებს, ხოლო ჩადენილ ქმედებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა.

 

საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შუამდგომლობით მ. გ. ითხოვდა თავისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულის დამატებით მოთხოვნებთან დაკავშირებით – სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, განმარტა, რომ საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია მსჯავრდებულ მ. გ-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესახებ, ვინაიდან მსჯავრდებულს ასეთი მოთხოვნით სააპელაციო პალატისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამართლებრივი შეფასება მისცეს მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ საკითხებს, რომლებზეც სააპელაციო პალატას თავის გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაში კანონის შესაბამისად არ უმსჯელია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

 

იხ. გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სრულად

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია