quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

30-01-2013

 

თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტებას აკეთებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა ,,პოზიციაში” იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

 

ქალბატონი თეა წულუკიანი სასამართლოს რეფორმირების მისეული გეგმის საფარქვეშ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე. მინისტრი, რომლის ყოველი საჯარო გამოსვლა, ერთის მხრივ, სამართლიანი სასამართლოსა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოთხოვნითაა გამსჭვალული, უკმაყოფილოა პროკურატურის რიგი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმით. სასამართლოს დაკნინება და მის საქმიანობაში ჩარევა, არა მარტო კანონისა და კონსტიტუციის, არამედ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაც გახლავთ.

 

სასამართლო ხელისუფლება კვლავაც განუხრელად დაიცავს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს და ვერანაირი მცდელობა მისი დისკრედიტაციისა ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს საქმიანობაზე.

 

სასამართლო აღნიშნული განმარტება კი განპირობებულია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიაში, საქმეების ოპერატიულად განხილვის მიზნით, 2007 წლიდან მათი განხილვა წარმოებს სამი მიმართულებით: საგამოძიებო, წინასასამართლო და საქმის არსებითად განმხილვა. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეები სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე, განიხილავენ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს, ასევე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იხილავენ შუამდგომლობებს საგამოძიებო მოქმედებების ( ჩხრეკა, ფარული მიყურადება, თვალთვალი და სხვა ..) წარმოებასთან დაკავშირებით.

 

სატელევიზიო გადაცემაში დასახელებული კონკრეტული მოსამართლეები (მათ შორის ერთ-ერთი საერთოდ არ გახლავთ საქალაქო სასამართლომოსამართლე) განიხილავენ ბრალდების მხარის შუამდგომლობებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების საგამოძიებო ეტაპზე. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილებებს იღებენ ერთი და იგივე მოსამართლეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გირაო არის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე, რომელიც წარმოადგენს ბრალდებულის სათანადო ქცევის გარანტს - განაჩენის გამოტანამდე და არ ნიშნავს პირის უდანაშაულობასა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. სასამართლო გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას იღებს შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპით, მხარეთა დასაბუთებულობისა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისად პროკურორის პოზიცია არ წარმოადგენს ვალდებულებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე. საქმეზე პირიდამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობა ხდება მხოლოდ სასამართლოკანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომელსაც იღებს საქმის არსებითად გამნმხილვევლი მოსამართლე.

 

აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახის - გირაოს გამოყენება ხდება არამხოლოდ ე.წ ”პოლიტიზირებულ”, არამედ ნაკლებად გახმაურებულ და გაუხმაურებელ საქმეებზეც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნაწილ საქმეებზე ბრალდებულების მიმართ ა/ღონისძიების- პატიმრობის- შეცვლას გირაოთი ბრალდების მხარე უპირობოდ დაეთანხმა.

 

მხარე უფლებამოსილია ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლებით, თუმცა დასახელებულ საქმეთა უმეტესობა არ გასაჩივრებულა ზემდგომ ინსტანციაში, ან გასაჩივრდა ვადის დარღვევით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მინისტრის პოზიციას მოსამართლეთა ოპოზიციონერობის შესახებ.

 

მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს გამოძიებისა და ჯერ კიდევ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეებზე თავი შეიკავონ წინასწარი საჯარო შეფასებებისაგან.

 

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია