quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლოს განმარტება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გავრცელებაზე ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში

07-02-2013

სასამართლო განმარტებას აკეთებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გავრცელების საკითხზე ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში.

 

2012 წლის 28 დეკემბრის  ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4  ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით, ამასთანავე, პირი არ უნდა იყოს  ადრე ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის, გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით; 

 

მიუხედავად ნასამართლობისა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ასევე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ).

 

რაც შეეხება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლს, აღნიშნული მუხლი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პირი დანაშაულთა ერთობლიობით არის ბრალდებული ან მსჯავრდებული, როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ასევე საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით,  რაც წარმოადგენს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას. აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულები და ბრალდებულები, მიუხედავად ნასამართლობისა ან გასაღების ნიშნისა სრულად თავისუფლდებიან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ხოლო 262-ე მუხლზე ვრცელდება მხოლოდ დანიშნული სასჯელის ¼-ით  შემცირება.

 

ანალოგიური დათქმაა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლში,  საქართველოს სსკ-ის 261-ე და მუხლის და 263-ე მუხლის ერთობლიობის დროს, რომელიც შეეხება ფსიქოტროპულ და ძლიერმოქმედ ნივთიერებებს, ამ შემთხვევაშიც პირი სრულად თავისუფლდება 261-ე და მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ხოლო 263-ე მუხლზე ვრცელდება მხოლოდ დანიშნული სასჯელის ¼-ით  შემცირება.

 

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 6 თებერვლის  მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ  შემოსულია 22.585  ამნისტიის საქმე, მათ შორის  სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან  შემოვიდა 8.307 ამნისტიის საქმე, პრობაციის ბიუროდან 13.296 საქმე და პროკურატურიდან  ძებნილების მიმართ ამნისტიის 982 საქმე

ამ ეტაპზე სასამართლომ  განიხილა და შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და პრობაციის ბიუროში გადაგზავნილია  5516 ამნისტიის საქმე.

 

2012 წლის 28 დეკემბრის  ”ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი”  სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს ეხება, ვინც ბრალად შერაცხული დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებისა.

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია