quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

09-02-2013

 

2013 წლის 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების დავით იაშვილის, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურგენ დონაძის და ამჟამად ძებნაში მყოფ ზაზა ბაქრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ ბრალდებულებს  დავით იაშვილს, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო - 15 ათასი ლარის ოდენობით, ბრალდებულ გურგენ (გურამ) დონაძეს 25 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო   ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს  შეეფარდა პატიმრობა.


სასამართლომ  ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა პიროვნებები, მათი  წარსული,  ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი; კერძოდ: ბრალდებულები, გარდა ზაზა ბაქრაძისა არაერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოებში, ასევე ბრალდებული გურგენ დონაძე ნებაყოფლობით გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე;  ბრალდებულთა უმეტესობა  არის დაოჯახებული და ყველა მათგანს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამჟამად აღარ მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულთა  მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც  სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ამასთან  ბრალდებულებს დაევალათ კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და მათ მიმართ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,  გამომძიებელს ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ თავი აარიდა სასამართლოს, რითაც იგი ხელს უშლის მართლსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება">განჩინება მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ.


გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში   დავით იაშვილი, ალექსანდრე გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და გურგენ დონაძე გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.


აღსანიშნავია, რომ  ბრალდებულ ზაზა  ბაქრაძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ამჟამად ამნისტირებულია და მოცემულ შემთხვევაში ექვემდებარება სს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რაც შეეხება საქართველოს  სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებას (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის,  მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, გადაზიდვა - ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), აღნიშნული დანაშაული, ბრალდების თანახმად სავარაუდოდ  ჩადენილია 2004 წელს, ხოლო  2004 წელს  მოქმედი სიხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღნიშნული დანაშაულისთვის სს პასუხისმგებლობას.


აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის  27 მარტს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია