quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

10-02-2013

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 2013 წლის 9 თებერვლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, მიხეილ მესხი და მელორ ვაჩნაძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრათ  ჯარიმა">ჯარიმა 100-100 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 9 თებერვალს შს სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების მიერ, წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა)  და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. 

სამართალდარღვევის ოქმების განხილვისას, მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულების სახით  ვიდეო და აუდიო მასალა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებით  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობა მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიერ გამოიხატა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ ლანძღვა-გინებით, ასევე სასამართლოს მიერ დაკითხულ იქნა  8 მოწმე, რომელთა ჩვენების საფუძველზეც  აღნიშნული პირები ცდილობდნენ სიტუაციის ადგილზე  განმუხტვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,   სასამართლომ იმსჯელა და დადასტურებულად მიიჩნია წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელი  ჯარიმა">ჯარიმა, რომლის მაქსიმალური ოდენობა, 166-ე მუხლის შესაბამისად შეადგენს 100 ლარს.   

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია