quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრალდებულ ნიკოლოზ არაბულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით

13-02-2013

2013 წლის 13 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფლა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკოლოზ არაბულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს- 2000 ლარის შეფარდების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა  გირაო - 1000 ლარის ოდენობით. 

საქმის მასალების მიხედვით, ნიკოლოზ არაბულს ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისიდმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სს კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით).

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულისათვის 1000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. სასამართლომ  განიხილა და დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით;  ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არის დაოჯახებული, კმაყოფაზე ჰყავს სამი სრულწლოვანი">არასრულწლოვანი შვილი, აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.  გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდისთანავე ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 21  მარტს. 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია