quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლო დავა მოპასუხე ზურაბ ნოღაიდელისა და შპს ”ნკონსალტინგის" სასარგებლოდ გადაწყდა

14-02-2013

 

2013 წლის 13 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე პარტია ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის თავმჯდომარის სერგო ჯავახიძის სარჩელი, მოპასუხე ზურაბ ნოღაიდელისა და შპს ”ნკონსალტინგის” მიმართ. მხარეებს შორს დავის საგანს ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა. 

საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პარტია ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ანგარიშებიდან შპს ”ნკონსალტინგს”, რომლის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ზურაბ ნოღაიდელი, სხვადასხვა დროს გადაერიცხა გარკვეული ოდენობის თანხა. მოსარჩელემ სადავოდ გახადა მასსა და შ.პ.ს ”ნკონსალტინგს” შორის იჯარის ხელშეკრულებების არსებობა და მოითხოვა გადარიცხული ფულადი სახსრების უკან დაბრუნება.  

მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა იჯარის ხელშეკრულებები, შესაბამისად არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელი, რის გამოც უარი ეთქვა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ყადაღა მოეხსნა  ზურაბ ნოღაიდელის  და შპს ”ნკონსალტინგის” საკუთრებაში არსებულ ქონებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში. 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია