quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

დააკმაყოფილდა შუამდგომლობა გიორგი უგულავას იძულებით მოყვანის თაობაზე

15-02-2013

2013 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა მოწმის სახით გიორგი (გიგი) უგულავას საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს, ძველი თბილისის სამმართველოს დექტექტივების განყოფილებაში  იძულებით მოყვანის თაობაზე. 

შუამდგომლობის თანახმად, გიორგი (გიგი) უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში. ორივე შემთხვევაში მოწმეს საგამოძიებო ორგანოში გამოძახების შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის  საპატიო მიზეზი აცნობა გამომძიებელს. 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის დაბარებისას, გამოძიების მხრიდან არსებით საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია.  შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოწმის სახით დასაკითხი პირის - გიორგი (გიგი) უგულავას გამოძიების წარმოების ადგილას მოყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა. 

სასამართლო განმარტავს, რომ  საქართველოს სსსკ-ის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ძვ. რედაქცია) კრძალავს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების იძულებით მოყვანას, ქალაქის მერი აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული. 

სასამართლოს ბრძანებით, მოწმის გიორგი (გიგი) უგულავას მოყვანა გამოძიების წარმოების ადგილას უნდა განხორციელდეს 2013 წლის 16 თებერვალს, 15:00 საათზე.  ბრძანების აღსრულება დაევალა საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია