quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ვლადიმერ ვარძელაშვილს, ვახტანგ ბიჭაშვილსა და ზვიად ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ

24-02-2013

2013 წლის 24 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ვლადიმერ ვარძელაშვილის მიმართ გირაოს  4 ათასი ლარის, ვახტანგ ბიჭაშვილის მიმართ 7 ათასი ლარისა და ზვიად ქავთარადძის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს შეუფარდა გირაო, კერძოდ  ვლადიმერ ვარძელაშვილს 3 ათასი ლარი, ვახტანგ ბიჭაშვილს 6 ათასი ლარი და ზვიად ქავთარაძეს 15 ათასი ლარის ოდენობით. გირაოს სრული მოცულობით გადახთისთანავე ბრალდებულები გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.

 

 

ღია სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა  პიროვნებები, მათი  წარსული, ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი; კერძოდ:  ბრალდებულებმა აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, მათ არ მიუტოვებიათ შემთხვევის ადგილი პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე,  ასევე ის ფაქტი, რომ მათ ითანამშრომლეს საგამოძიებო ორგანოებთან.    ბრალდებულები არიან დაოჯახებულნი და ყველა მათგანს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ  წარმოადგინა გარდაცვლილი ოჯახის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართავს თხოვნით იმის შესახებ,  რომ   ბრალდებულ  ქავთარაძის მიმართ გარდაცვლილის ოჯახს პრეტენზია არ გააჩნია და ზვიად ქავთარაძის  მიმართ გამოყენებულ იქნას არასაპატიმრო  აღკვეთის ღონისძიება . სასამართლომ,  ამ გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულთა  მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ასევე,  საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც  სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება. 

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება  2013 წლის 17 აპრილს 12 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია