quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ჟურნალისტების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

26-02-2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის  გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების - ვახტანგ სანაიას, რუსუდან ვაშაკიძის, დავით ქართველიშვილის, მარიამ ოშხნელის და თამრიკო სურგულაძის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ.  მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენა  და მათთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის  ანაზღაურება.  

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ სადავო ბრძანებით შეიზღუდა მათი შრომითი და კონსტიტუციური უფლებები, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე  და მათი მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუშვებლად მიიჩნია, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ ’’საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ გენერალური დირექტორის ბრძანება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და სსიპ ’’საზოგადოებრივ მაუწყებელს’’ დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 2012 წლის 09 ოქტომბრიდან - 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის  სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის შესაბამისად,  სასამართლომ  შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და  მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხე სსიპ ”საზოგადოებროვმა მაუწყებელმა” ვერ დაამტკიცა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა, მეორეს მხრივ, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენაზე, ვინაიდან მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2013 წლის 01 იანვარს. შრომითი ხელშეკრულების მოშლის არაკანონიერად ცნობამ განაპირობა მოსარჩელეებისათვის მოპასუხე სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზრაურება.   სასამართლო განმარტავს, რომ სხვა მოსარჩელეებისგან განსხვავებით, ვახტანგ სანაია ითხოვდა მოპასუხისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური - 1 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს მიერ.

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია