quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

06-03-2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა გამარტივებული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე საპროცესო დოკუმენტებში აღნიშვნისა და კანონით დადგენილი შემჭიდროებული ვადების დაცვის სავალდებულობის შესახებ (№ას-937-880-2012).

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვა, სასარჩელო წარმოების მსგავსად, მიზნად ისახავს დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა გამარტივებული წარმოების თავისებურება მგომარეობს იმაში, რომ საქმე დაჩქარებულად და მარტივად განიხილება. ამ წესით განსახილველ საქმეთა კატეგორია კანონით ზუსტად არის განსაზღვრული და იგი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს, ანუ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას სარჩელი ამ წესით საქმის განხილვაზე მხარემ უნდა წარადგინოს და, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, საქმე გამარტივებული წესით აწარმოოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მხარის მოთხოვნა, საქმე სასარჩელო წარმოებით განიხილება და მასზე საერთო საპროცესო ვადები ვრცელდება. დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი გამარტივებული წესით განხილვას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი, რომელიც ზიანის მიყენებას ადასტურებს. ამ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამოკვლევა. ყველა აღნიშნული გარემოება განაჩენით დასტურდება (სსსკ-ის 30916-ე - 30917-ე მუხლები). ვინაიდან სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლის გამოსაკვლევ საკითხთა წრე მცირდება, ასევე მცირდება საქმის განხილვის ვადაც. მოცემული ტიპის დავების გამარტივებული წესით განხილვა, პირველ რიგში, საქმის საპროცესო კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადების ფარგლებში განხილვას გულისხმობს.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები, ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე კარით გათვალისწინებული სხვა საქმეები, შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც გამარტივებული, ისე სრული სასარჩელო წარმოების გზით, საქმის განმხილველმა სასამართლომ საპროცესო დოკუმენტებში, პირველ რიგში კი სხდომის ოქმში, ზუსტად უნდა მიუთითოს წარმოების ფორმა.

 

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლოს არც ერთ განჩინება">განჩინებასა თუ სხდომის ოქმში არ იყო მითითებული საქმის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ. გარდა ამისა, საქმე არ განხილულა XXXIV3 თავით დადგენილ ვადებში, კერძოდ: სარჩელიწარმოებაში მიღების საკითხი სასამართლოს არ გადაუწყვეტია მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში (სსსკ-ის 30919-ე მუხლი); სარჩელიწარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს შესაგებლის წარდგენისათვის 7 დღეზე მეტი ვადა მიეცა (სსსკ-ის 30919-ე მუხლი); საქმე სარჩელიწარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში არ განხილულა (სსსკ-ის 30920-ე მუხლი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე, მოსარჩელის შუამდგომლობის მიუხედავად, გამარტივებული წესით არ განხილულა; ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება და ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადად 7 დღის მითითება უკანონო იყო, რაც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა.

 

იხ. მიმაგრებული ფაილი

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია